მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:15-დან 19:57 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
ნუ გადადებთ ხვალისთვის იმ საქმეს, რისი გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს წუწუნით პარტნიორის მოქანცვა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ თვალების გადაღლას. კარგი დღეა თირკმელების და ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაამდიდრეთ კვების რაციონი ასკილის ნაყენით, ხილით და ბოსტნეულით, თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, გრძნობის ორგანოებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ყავისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.