LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1692
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 5 აგვისტომდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ენთუზიაზმს და ოპტიმიზმს, კონტაქტურობას და კომუნიკაბელურობას, შემოქმედებით ნიჭსა და წარმოსახვის უნარს, მეორეს მხრივ, ეგოიზმს და სულსწრაფობას, უყაირათობას და სიზარმაცეს გააძლიერებს.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოულოდნელად შეცვლილი მოვლენები თქვენც სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ.

მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, გეგმებისა და პროექტების დეტალურად დამუშავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას დაა კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ვერცხლისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები