LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4710
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე, ისევე როგორც გუშინდელი, სავსემთვარეობას განეკუთვნება – კოსმოსური მდგომარეობა, რომელიც მზისა და მთვარის დაპირისპირებას უკავშირდება კირჩხიბისა და თხის რქის ღერძზე. ამ ფონზე ძლიერდება ემოციური მუხტი, კონფლიქტების ალბათობა, აგრესიისა და დეპრესიული განწყობების გამოვლენა. გამძაფრებულია ცდუნებებისადმი მიდრეკილება, ტყუილის, შეცდომებისა და მავნე ჩვევების გაძლიერების ტენდენცია.

მთვარის მიმართულებადაკარგული პერიოდი გადის 01:00-დან 21:23 საათამდე, რაც მთელი დღის მანძილზე იწვევს კონცენტრაციის დაქვეითებას, ამიტომ ამ დროის მონაკვეთში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ როგორც მძღოლები, ასევე ქვეითად მოსიარულენი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სიფრთხილე აუცილებელია მთელი დღის განმავლობაში. უმჯობესია თავი შევიკავოთ ახალი საქმის დაწყებისგან, ფინანსური ოპერაციებისგან, სარისკო ქმედებებისგან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. უკიდურესად არახელსაყრელია ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება, ვაჭრობა, ფულის სესხება ან გაცემა.

სასარგებლოა ძველი, დაუსრულებელი საქმეების დასრულება. სავსემთვარეობის პერიოდში განსაკუთრებით რეკომენდებულია პატიება.

დღე ასევე ხელს უწყობს სახლიდან უსარგებლო ნივთების გაწმენდას და პირადი სივრცის ენერგეტიკულ განახლებას.

ჯანმრთელობა – დღე რთულია ჯანმრთელობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ზიანდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, თვალები და ნერვული სისტემა. გაძლიერებულია ფსიქოემოციური არასტაბილურობა და შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გაძლიერება. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას, სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებსა და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს (თხილი, თაფლი და სხვ.). დღის განმავლობაში სასურველია მაქსიმალური დასვენება, წნევის კონტროლი.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან რეკომენდებულია ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აკვამარინი და საფირონი. დღის პოზიტიური ფერები: ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, კრემისფერი, წითელი, ვარდისფერი და ცისფერი. მათი გამოყენება საგრძნობლად გააძლიერებს შინაგან შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროსა და თევზების ნიშნებზე, შედარებით დაძაბული ფონი იკვეთება სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები