მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:59-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირების გამო ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, შეცდომების და ცდუნებების, აგრესიის და დეპრესიის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლ და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ბორდო, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, გიშერი, ამეთვისტო, საფირონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.