ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 26 აპრილამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, ორგანიზებულობას და დისციპლინას, პრაგმატულობას და მოთმინების უნარს, მეორე მხრივ, სიჯიუტეს და სიზარმაცეს გააძლიერებს.
ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, გადახედეთ წარსულს, გაიაზრეთ შეცდომები და სცადეთ მათი გამოსწორება.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის ნაწარმით, ხილით და ბოსტნეულით. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.