LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1986
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება მორიელის მეტად მებრძოლ და უშიშარ, ხასიათით ინტუიციურ ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მისი მმართველი, სიყვარულითა და შთაგონებით სავსე ვენერა, ლომის ნიშანშია.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა – გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი დღეიდან რეტროგრადული, ანუ უკუმავალი ხდება კირჩხიბის ზოდიაქოში. ეს გავლენა მოითხოვს დაბრუნებას ძველი კანონებისა და საბუთების გადახედვისაკენ, მათი კორექტირებისკენ. შესაძლოა ზოგიერთს გაუჩნდეს სურვილი, დაბრუნდეს ძველ სამოგზაურო ადგილებში ან განაახლოს ურთიერთობები ყოფილ პარტნიორებთან.

დღის რეკომენდაცია – დღე ხელს უწყობს თვითშემეცნებასა და სიბრძნის მიღებას. პარტნიორები და კოლეგები უფრო გულწრფელები გახდებიან და მზად იქნებიან დასახმარებლად. ეს დროა, როცა სამყარო ამოწმებს თქვენი მიზნების სიმყარესა და რწმენის სიძლიერეს. მოერიდეთ გადაღლასა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.

ჯანმრთელობა – შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი, ამიტომ ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად, თანამდებობის დასაკავებლად, ლატარიის ბილეთების შესაძენად, მშენებლობისა და კულტურული ღონისძიებების გასამართად.მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას, ასევე სოლარიუმის ან აბანოს გამოყენებას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალები: ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიოლი და სერდოლიკი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.ფერები: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ბეჟი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და გამოირჩევა ზომიერი წარმატების ტენდენციებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები