LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3787
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და დისკომფორტის სხვა გამოვლინებები. რეკომენდებულია წამლის პროფილაქტიკა, წნევის კონტროლი და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება.

დღის რეკომენდაციები – 11 ოქტომბერი შეიძლება ჩაითვალოს კარმულ გამოცდის დღედ. მოსალოდნელია გაუგებრობები, მოტყუების ან შეცდომის ალბათობა და ემოციური დაძაბულობა. ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე სიფრთხილეს მოითხოვს სიყვარულსა და ქორწინებაში, რადგან მაღალია გაუგებრობის ტენდენცია. ასევე არ არის სასურველი ახალი პარტნიორული თანამშრომლობა.

ჯანმრთელობა – სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოთ სუნთქვის სისტემას და არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. მოერიდეთ უაჰაერო სივრცეებში ყოფნას და შეამცირეთ სითხის მიღება.

სასარგებლოა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საყლაპავის მკურნალობა. რაციონში სასურველია თევზეული მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს კონტაქტებსა და მოლაპარაკებებს, აუქციონებს, კონფერენციების ჩატარებას, სწავლის პროცესს, ახალი საქმის დაწყებას, მშენებლობასა და ინფორმაციის გაცვლას. ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმება. არ არის რეკომენდებული მთების დალაშქვრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი თანამშრომლების მიღება და საიდუმლოების გამჟღავნება.

დღის მინერალები და ფერები – თოპაზი, იაგუნდი, ნეფრიტი, აქვამარინი, ქარვა მეტად მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს და შანსებს. ფერები: ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი, ცისფერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომისთვის, სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები