LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2125
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების და თაღლითობის ალბათობა. მართალია, ბევრი ეცდება დაგარწმუნოთ საკუთარ სიმართლეში, მაგრამ არ ღირს ყველას ნდობა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და დიდსულოვნება პარტნიორის სისუსტეების მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოწყობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩატარებისთვის, ბრონქების და ფილტვების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, იაგუნდი, ლალი, ნეფრიტი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები