LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4112
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისთვის. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და საერთო დისკომფორტი. მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი, სტრესის თავიდან აცილება და სიმშვიდის შენარჩუნება, რათა თავიდან აიცილოთ ნეგატიური გავლენა.

დღის რეკომენდაციები – ეცადეთ, არ დაიბნეთ სწრაფად ცვალებად სიტუაციებში. არ მიიღოთ სულსწრაფი გადაწყვეტილებები და აკონტროლეთ ფინანსური საკითხები.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს სასიკეთოა ახალი ნაცნობობის გაღრმავება და მეგობრული შეხვედრები. თავი აარიდეთ კამათსა და ურთიერთობის დაძაბვას. ასევე – განკითხვასა და სარისკო მოქმედებებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ხელსაყრელია აბანო, საუნა, მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები და რეპროდუქტიული სისტემის მკურნალობა. დღე დადებითია კულტურული და გასართობი ღონისძიებებისთვის, ქორწინებისთვის, მეგობრულ კონტაქტებსა და ახალი ნაცნობობებისთვის. ასევე ხელს უწყობს ადრე დაწყებული საქმის დასრულებას, ვაჭრობას, მშენებლობას, მგზავრობას და შემოქმედებით მუშაობას.

ჯანმრთელობა – მნიშვნელოვანია სიფრთხილე გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მხრივ. სუსტდება ყელი, ფარისებრი ჯირკვალი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი. თავი შეიკავეთ კისრის მკვეთრი მოძრაობებისგან, ხალებისა და პაპილომების მოშორებისგან.

დღის მინერალები და ფერები – გახორციელეთ აქატის, მალახიტის, ზურმუხტის, ონიქსისა და მარგალიტის ენერგიის გამოყენება – ისინი ხელს შეუწყობენ სასიკეთო კოსმიური ძალების მოზიდვას. ფერებიდან დადებითად იმოქმედებს ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ტერაკოტისა და კრემისფერი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურია დღე თხის რქისა და თევზებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები