ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და სუვენირების შეძენისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისა და საკუთარი პროექტების შეთავაზებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, კონტრაქტების და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და არომათერაპიისთვის. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს მომავალში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, მორიელს და თხის რქას.