LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1053
მიხეილ ცაგარელი

შეასრულეთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება, რადგან მაინც ვერ შეძლებთ მათგან თავის დაღწევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ინტიმურ კავშირებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ყელ-ყურის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ საკვების ჭარბად მიღებას, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ობსიდიანი, მარჯანი, მარგალიტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები