LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3920
მიხეილ ცაგარელი

დღეს, 01:00-დან 14:35 საათამდე, მთვარის გავლენა მიმართულებადაკარგულია, რაც ადუნებს ყურადღებას და ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები და ქვეითად მოსიარულეებიც – სიფრთხილე თქვენი დღის მთავარი ამოცანაა.

დღეს ცაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება – გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ხდება სწორადმავალი (დირექტული). ბოლო სამი კვირის შეზღუდვების შემდეგ ახლა განიმუხტება შემოქმედებითი და ინტელექტუალური ენერგია: გაჩნდება ახალი იდეები, გაიხსნება მოლაპარაკებები, ხელი შეეწყობა ხელშეკრულებების გაფორმებას და მგზავრობასაც კი. ტექნიკა უფრო გამართულად იმუშავებს, კომუნიკაცია და ინფორმაციის მოძიება უფრო მარტივი გახდება, უცხო ენების ათვისებაც კი ხელშემწყობი იქნება.

დღის რეკომენდაცია – დღეს მეტი მოთმინება და შრომისუნარიანობა დაგჭირდებათ. მაღალია თვალის გადაღლისა და ენერგიის გამოფიტვის ალბათობა, ამიტომ მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას და საეჭვო გარემოს – ინტრიგებისა და დაპირისპირებებისგან თავი შეიკავეთ.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში დღის ენერგია ხელს უწყობს იდეების ერთობლივ განხილვას და გონივრულ შეთანხმებებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, განსაკუთრებით თავი და გრძნობის ორგანოები საჭიროებს დამშვიდებას და ფრთხილ მოპყრობას. მოერიდეთ მარილიან საკვებს, ხორცს და ტკბილეულს. ნუ გადაღლით თვალებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – კარგია იურდიული საქმეების მოგვარება, ქორწინება, ფოტოგრაფიით დაკავება და კულინარია – ეს სფეროები დღეს პოზიტიურ ენერგიას ატარებს და კარგი შედეგის მიღწევას შეგიწყობთ ხელს.

არ არის რეკომენდებული ანალიზების ჩაბარება, ექოსკოპიის გაკეთება, სესხის აღება ან გაცემა – ფინანსური საკითხები სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ.

დღის მინერალები და ფერები – დღეს განსაკუთრებული პოზიტიური გავლენა ექნება მარგალიტს, გიშერს, მარჯანსა და ლალის. ფერებიდან სასიკეთოა იისფერი, ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი, წითელი და ყვითელი – ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შინაგან ენერგიას და მიმზიდველობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიური იქნება ვერძისა და ტყუპებისთვის. შედარებით მეტი სიფრთხილე მართებთ თხის რქასა და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები