LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 აპრილის  ასტროლოგიური პროგნოზი

1423
მიხეილ ცაგარელი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან და მოხუცებთან ურთიერთობას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს სულსწრაფობის გამოვლენა, პარტნიორთან კამათი და უმიზეზოდ ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ რძის პროდუქტის მიღებისგან. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, სიმძიმის აწევას და ძილის წინ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთვას. კარგი დღეა ღვიძლის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასვე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ლაბრადორი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, მორიელს, ქალწულს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები