LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2081
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანდასახული ვერძის, მთვარე კი, სამართლიანი და დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. გააქტიურდებიან კონკურენტები და მოშურნეები, შემცირდება ურთიერთგაგება ადამიანებს შორის.

არ ღირს საკუთარი საქმის სხვისთვის გადაბარება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ძვირფასი ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და თევზის კერძებით. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის, მარილიანი საკვების და ზედმეტი სითხის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები