LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

138
მიხეილ ცაგარელი

მე-12 თვის მე-12 დღე გარკვეულწილად საკრალურადაც შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ ილოცეთ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის, დალოცეთ ყველა და ჩაიფიქრეთ სურვილები. კარგი დღეა პატიებისა და განაწყენებულ მეგობრებთან ან სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და მოთმინება, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს სულსწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით, თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის, თმისა და სახის კანის მოვლისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ სასწორს და მორიელს, რომელთაც ნევროზულობის ფონზე ემოციების მართვა გაუჭირდებათ, ზედმეტად გააქტიურებულ კუროსა და მერწყულს კი, მოჭარბებულ ენერგიასთან გაუჭირდებათ გამკლავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები