LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4278
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური აქტივობის ფონზე ვითარდება და მოითხოვს მეტი სიფრთხილის გამოჩენას, განსაკუთრებით მათგან, ვისაც გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემები აწუხებს. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა და წნევის არასტაბილურობა. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური პროფილაქტიკის გამოყენება.

მთვარის მიმართულებადაკარგული პერიოდი დაიწყება ღამის 23:46 საათიდან და გასტანს 01:00 საათამდე – ამ მონაკვეთში იკლებს ყურადღების კონცენტრაცია, შესაბამისად, მძღოლებმა და ქვეითებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია შინამეურნეობისთვის, საყოფაცხოვრებო საქმეების მოსაგვარებლად. რეკომენდებულია ემოციების გაკონტროლება, ზედმეტი ფიზიკური ან გონებრივი გადაღლისგან თავის შეკავება და რაციონალური მოქმედება. დღესაც და ხვალაც განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ ლომისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულებს – დღეს გამწვავებულია სპონტანური ემოციების, დაუფიქრებელი სიტყვებისა და კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია თვითკონტროლი როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში საჭიროა მეტი მოთმინება და ტაქტიანობა. არ გაამჟღავნოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია – დღეს საიდუმლო ადვილად ფუჭდება და შესაძლოა, მოგვიანებით თქვენს წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონების რჩევებს, მათ შორის – დედებს. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, ზედმეტ ინფორმაციას – სიჩუმე და გაწონასწორებული პოზიცია დღეს თქვენი ძალაა.

ჯანმრთელობა – დღეს დასუსტებულია მხედველობა, ვენები და ნერვული სისტემა. რეკომენდებულია მშვიდი გარემოს შექმნა და ზედმეტი ნერვიულობისგან თავის შეკავება. სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევა ან მკურნალობა.

კვების კუთხით სასურველია ბოსტნეულის და თევზეულის შეყვანა რაციონში.

დღის ფერები და მინერალები – დღის ენერგეტიკის დაბალანსებაში დაგეხმარებათ მინერალები: საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ლაბრადორი და ძოწი. ხოლო ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ნეონისფერ, ყვითელ, წითელ, ვარდისფერ და ვერცხლისფერ ტონებს. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თხის რქისთვის. მათთვის რეკომენდებულია მეტი ყურადღება ჯანმრთელობასა და ემოციურ რეაქციებზე – ეს მათ დაეხმარებათ დღის ნეგატიური გამოვლინებების თავიდან არიდებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები