LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

410
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და შეუპოვარი კუროს, მთვარე კი, ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვათ საკუთარი აზრი და პრინციპები.

კარგი დღეა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებისა და გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება თვითონაც არ გჯერათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება,  ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, მარჯანი, ამეთვისტო, რაუხტოპაზი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები