LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2411
მიხეილ ცაგარელი

12 მაისს სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება კუროსა და მორიელის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, ბრაზი და წყენა, ეჭვიანობა და შურისძიების სურვილი. გაიზრდება ცდუნებებისა და შეცდომების, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. ამასთანავე, დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია, რაც არა მხოლოდ კომუნიკაციასა და ადამიანებს შორის საერთო ენის გამონახვას გაართულებს, არამედ კიდევ უფრო დაამძიმებს სავსემთვარეობის ისედაც მძიმე დღეს. გამიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე და ღვინისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, გიშერი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები