დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ყურადღება უნდა მივაქციოთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება ღამის პირველ საათზე და დღის 09:08 საათამდე გასტანს. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის.
დღის რეკომენდაციები – დღეს ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. მაღალია პროვოკაციებისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ალბათობა ადამიანებში. დღე ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კონტაქტისთვის
პარტნიორული ურთიერთობები – არ იყოთ ზედმეტად ხისტი, პირდაპირი და ჯიუტი, რადგან ეს მხოლოდ დაძაბავს ურთიერთობებს.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, ხერხემალი და კბილები. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. ასევე სასურველია თავი აარიდოთ მასაჟს, სიმძიმეების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს. არ არის რეკომენდებული თხილის, თაფლისა და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს აგრობიზნესს, მშენებლობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ხელსაყრელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება და სარესტავრაციო სამუშაოები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი თანამშრომლების მიღებას სამსახურში. სასიკეთოა ნადირობა და თევზაობა, ასევე ექიმებთან კონსულტაცია.
დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი და მალაქიტი დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავენ. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, ბეჟი, ყვითელი, ნაცრისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.