დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე დახვეწილი და ელეგანტური სასწორის, მთვარე კი, ორიგინალური და თავისუფლების მოყვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
მოერიდეთ ზედმეტ ფორიაქს და ნერვიულობას, არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი და საიდუმლოს გაცემა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტისთვის, მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, მინერალებითა და უძრავი ქონებით ვაჭრობისთვის.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა გულის სამკურნალოდ. მოერიდეთ უმოძრაობას და დიდხანს ერთ ადგილას დგომას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
აუდიოჩანაწერი