მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს მოქმედებას დილის 06:57 საათზე და გაგრძელდება 10:39-მდე. ამ ინტერვალში უარყოფითი მთვარის ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
დღის რეკომენდაციები – მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ, ვინაიდან დღეს მოსალოდნელია „ფეიკების“ და არასწორი ცნობების გავრცელების ტენდენცია. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია შესაძლოა მოგვიანებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს ახალ შთაბეჭდილებებში – დღე ხელს უწყობს შემოქმედებით თვითგამოხატვას და მოულოდნელი იდეების გაჩენას.
პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია წინააღმდეგობები, გაუგებრობები, ეჭვიანობა და წყენა. მოერიდეთ კამათს, დაპირებების გაცემას და სარისკო გადაწყვეტილებებს.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. სასურველია მსუბუქი კვება და ცხიმიანი ან მძიმე საკვების თავიდან აცილება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღევანდელი დღის პოზიტიური ტენდენცია ხელს უწყობს საყიდლებს, ვაჭრობას, საოჯახო და სანათესაო ურთიერთობებს, ასევე კულინარიასა და ფოტოგრაფიას. დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი მუშაობისა და სამკურნალო მცენარეების შეგროვებისთვის. დღეს არ არის სასურველი ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ბინის შეცვლა ან სესხის აღება. ნეგატიური ტენდენციებით შესაძლოა გაიზარდოს ფინანსური შეცდომების, მოტყუების და გაუგებრობის რისკი.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულის, თხის რქისა და თევზებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.