LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2311
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა.

არ აჰყვეთ დეპრესიას, არ ღირს წარსულზე ფიქრი და სინანული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისთვის,კუჭის დანაღვლის ბუშტის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ ალერგიული და ბიოდანამატებით გამდიდრებული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები