LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4697
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური გავლენით დატვირთული დღეა, რაც პირდაპირ აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. ბევრ ადამიანს დღეს შეიძლება აწუხებდეს თავის ტკივილი, მოუსვენრობა და ზოგადი ენერგიის დაცემა. კარგი იქნება, თუ შეძლებთ მეტი დრო დაუთმოთ ორგანიზმის პროფილაქტიკურ გაძლიერებას – საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი წამლები და მთავარია, დასვენებასაც არ მოაკლოთ დრო.

დღის რეკომენდაციები – დღე გარკვეულწილად სიყვარულისა და შემოქმედების ენერგიას ატარებს, მაგრამ ამავე დროს მაღალია მოტყუებისა და გაუგებრობების ალბათობა – განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობაში. საოჯახო გარემოში ეცადეთ მეტი სიფრთხილე და მოთმინება გამოიჩინოთ.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში ზედმეტ კრიტიკას და სიმკაცრეს თავი აარიდეთ. სულსწრაფობას და ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებებსაც მოერიდეთ – სჯობს მზრუნველობა და მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ.

ჯანმრთელობა – დღეს განსაკუთრებით ეფექტურია თირკმელების, სასქესო და ენდოკრინული სისტემის, ყელის მკურნალობა და ამ მიმართულებით პრევენციული ნაბიჯები. კარგი იქნება მეტი სიარული, მსუბუქი ვარჯიში, ბუნებაში დროის გატარება.

სუსტი წერტილებია თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა და ცხვირის მიდამო – ეცადეთ ამ ზონებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

საკვებში ყურადღება მიაქციეთ ხილს, ბოსტნეულს, თევზეულს და გოგრის თესლს – ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას და იმუნიტეტს. თვალებს ნუ გადაღლით და ტექნიკასთან მუშაობისას რეგულარული შესვენებები გაითვალისწინეთ.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მცირე და სწრაფად შესასრულებელი საქმეებისათვის, ტექნიკასთან და ახალი ნივთების შეძენასთან დაკავშირებული საკითხებისთვის. კარგი დროა ხელმძღვანელთან მოსალაპარაკებლად ან მცირე ხნით მგზავრობისთვის.

დღეს უმჯობესია მოერიდოთ ეგოისტურ და იმპულსურ ქცევებს. არ არის სასურველი პლასტიკური ოპერაციები, სტომატოლოგიური პროცედურები, კამათი და პროვოკაციებში ჩართვა. ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდება და ახალი ხელშეკრულებები დღეს რისკიანია – წესების დარღვევა კი შესაძლოა სანქციებით დასრულდეს.

დღის მინერალები და ფერები – დღეს დადებითი ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და სერდოლიკი – ეს ქვები თქვენს სურვილებს და იღბალს გაამყარებს. ფერებიდან სასარგებლოა წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი – ისინი თქვენს შარმსა და მიზიდულობას გააძლიერებენ.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურია ლომისა და სასწორისთვის – შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ კურო და მორიელი – ამ ნიშნებისთვის დღე შეიძლება მეტ სიფრთხილეს და თვითკონტროლს მოითხოვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები