მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:00-დან 17:56 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ვერძისა და სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. გაძლიერდება აგრესია და დეპრესია, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, მარილიანი საკვების და ალერგიული პროდუქტის მიღებისგან.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, გიშერი, აქატი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისათვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.