LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2372
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:40-დან 21:24 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

მოერიდეთ სხვათა განკითხვას და გაკიცხვას.

არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი და საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ბინის დიზაინის და ინტერიერის შეცვლისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფილტვებს და ბრონქებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები