LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4679
მიხეილ ცაგარელი

დღეს მთელი დღის და ღამის განმავლობაში ძლიერდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის ყურადღებასა და რეაქციებს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის – ტრავმული და ავარიული ტენდენციები საგრძნობლად იმატებს

13-დან 21 ივლისის ჩათვლით აქტიურდება ე.წ. შავი მთვარის გავლენა – ამ პერიოდს ასტროლოგიური სიბნელე და მაცდუნებელი ენერგიები ახლავს თან. შავი მთვარე გადის მორიელის მეცამეტე გრადუსს, რაც აძლიერებს შურის, წყენის, შიშების, ეჭვიანობისა და შინაგანი ბოღმის გამოვლენის რისკს. ეს დრო განსაკუთრებით ზრდის მავნე ჩვევებისა და ბნელ ენერგიებთან თანამშრომლობის ტენდენციას. საჭიროა თვითდისციპლინა, რეალობაზე ორიენტაცია და უარყოფითი ფიქრების კონტროლი.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს თქვენი პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება გააღრმავოთ უბრალო საჩუქრითაც კი – ყურადღების გამოხატვა დადებითად იმოქმედებს ურთიერთობებზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, ასევე სწავლისთვის, მშენებლობის დაწყებისა და დიეტის დასაწყებად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დღე გასართობად – ზომიერად, გონივრულად და კონტროლით.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, დაუსაბუთებელ ემოციებსა და ფანტაზიებზე აყოლას – დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს.

ჯანმრთელობა – დღეს ორგანიზმის სუსტი წერტილებია: მხედველობა, ვენების ზონა და ნერვული სისტემა. გირჩევთ არ გადაღალოთ თვალები, მოერიდოთ ხანგრძლივად ფეხზე დგომას – უმჯობესია სიარული. ნუ ინერვიულებთ, შეამცირეთ სტრესი და მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. საკვებ რაციონში სასურველია ჩართოთ თხილი, მზესუმზირა და კენკრეული. დღე ასევე ხელსაყრელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკისთვის ან მკურნალობისთვის.

დღის ფერები და მინერალები – საფირონი, ძოწი, ციტრინი, აკვამარინი და ცირკონი მეტად გააძლიერებენ და მოიზიდავენ თქვენდამი საჭირო შესაძლებლობებს, ფერთა შორის სასურველია გამოიყენოთ: ნეონისფერი, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის – მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე ფსიქო-ემოციური ფონის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები