LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2041
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:38-დან 12:37 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

იმოქმედეთ დამოუკიდებლად, არ მისცეთ სხვებს თქვენით მანიპულირების უფლება.

კარგი დღეა ძველი ურთიერთობებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ პარტნიორთან ერთად მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებების მოწყობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ფინანსური გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და საქონლის ხორცით. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის, ფილტვების და ბრონქების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი,  ასევე ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, ამეთვისტო და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები