დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები – ეცადეთ დღეს სათანადო დასკვნები გამოიტანოთ იმ მოვლენებიდან, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ თქვენს ცხოვრებაში ხდებოდა, ასევე თებერვლის შუა რიცხვებში. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება თქვენი შემდგომი განვითარებისათვის. დღევანდელ დღეს ინტუიცია საგრძნობლად იმატებს.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელსაყრელია შერიგებისა და ურთიერთობების დალაგებისთვის.
ჯანმრთელობა – ეფექტურია კუჭ-ნაწლავისა და მკერდის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. ასევე სასურველია თავი შეიკავოთ სტომატოლოგიური პროცედურებისგან, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა. არ მიიღოთ თხილი, ციტრუსები და ალერგიის გამომწვევი პროდუქტები. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე კარგია ბინის გასაყიდად და ზოგადად იზრდება წარმატების მიღწევის შანსი საქმიანობაში. ამასთან, დღე ნეგატიურია ფინანსური ოპერაციებისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისთვის, ვაჭრობისა და გაცვლითი ოპერაციებისთვის. არ არის სასურველი ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება და ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში. დღე ხელსაყრელია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და ექსპერტიზის ჩასატარებლად.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავენ ოპალი, აქატი, მალაქიტი და ქრიზოპრაზი. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მორიელისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.