LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

162
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და ზოგადი დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკური მიღება.

დღის რეკომენდაციები – მოსალოდნელია კარმული გამოცდები – დღეს სამყარო თქვენი მიზნების სიმტკიცეს ამოწმებს. არ გასცეთ დაპირებები, რომელთა შესრულებაშიც დარწმუნებული არ ხართ. სასურველია, დღევანდელი დღე კოლექტიურ საქმიანობას დაუთმოთ, თუმცა ემოციური რეაქციების კონტროლი აუცილებელია, რადგან ზოგიერთ ადამიანში მოიმატებს შურისა და ეჭვიანობის ტენდენცია.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ მზრუნველობას – ეს შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული და ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვიოს.

ჯანმრთელობა – დღეს სასარგებლოა სახსრებისა, მუხლებისა და ხერხემლის მკურნალობა. რეკომენდებულია დიეტური კვება და ფიზიკური გადაღლის თავიდან აცილება. არ მიიღოთ ცხარე და მარილიანი საკვები, მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი – ამ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია კულინარიის, ფოტოგრაფიისა და სანათესაო ურთიერთობებისთვის. ხელს უწყობს ტრადიციებში ჩაღრმავებას, ვაჭრობასა და შესყიდვებს. დღეს არ არის რეკომენდებული ქორწინება, ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლა, სახლის მშენებლობის დაწყება ან სესხის აღება. ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, ამიტომ საბუთებს ხელი მხოლოდ დეტალური გადამოწმების შემდეგ მოაწერეთ.

პოზიტიური გავლენა შეინიშნება მათთვის, ვინც მოერიდება ემოციურ გადაჭარბებას და იმოქმედებს მშვიდად, დაგეგმილად. ნეგატიური ტენდენციებია მოუსვენრობა, შური, ეჭვიანობა და ფინანსური გაუფრთხილებლობა.

დღის მინერალები და ფერები – ზურმუხტი, აქატი, მარჯანი, ამეთვისტო და ოპალი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, ცისფერი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა: კუროს, კირჩხიბისა და მორიელისთვის.

შედარებით დაძაბული დღეა: ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები