დღის რეკომენდაციები – დღე ხელს უწყობს გასეირნებასა და მასობრივ ღონისძიებებს. განსაკუთრებით სასიკეთოა კონტაქტების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების მიღწევა. სასიკეთოდ მოქმედებს აუქციონებზე მონაწილეობა, კონფერენციებში ჩართვა, რეკლამა, საბანკო ოპერაციები და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. ხელს უწყობს მშენებლობასაც.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ახალი საქმეების დაწყებასა და სარემონტო სამუშაოების წამოწყებას. სიფრთხილე გმართებთ საიდუმლოებების გაზიარებისას – ნუ გაამხელთ პირად თემებს. მოერიდეთ ხალხმრავალ და უაჰაერო სივრცეებს, ასევე ზედმეტი ინფორმაციული დატვირთვისგან გამოწვეულ გადაღლას.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე კარგია ოფიციალური ნაბიჯებისთვის – მათ შორის ხელის თხოვნისთვის, თუმცა ფლირტისა და ზედმეტი თამაშის გამოვლენა არასასურველ შედეგებს მოიტანს. მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ზომიერების შენარჩუნება.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მენჯისა და ბარძაყის მკურნალობა. სასურველია კვების რაციონიდან რძის ნაწარმის ამოღება. მოერიდეთ გადაღლას და ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. სუსტდება ფილტვები, ხელები, მხრები და ბრონქების ზონა.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა ტოპაზი, გიაცინტი ამაზონიტი და ლაბრადორი – ისინი პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ. ფერებიდან მიზიდულობასა და შარმს გაძლიერებს ნაცრისფერი, ბეჟი, ყვითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურია დღე ვერძისა და ტყუპებისთვის. დაძაბულია თხის რქისა და თევზებისთვის.