LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1225
მიხეილ ცაგარელი

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან, შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამოგდით.

არ ღირს გარშემომყოფთა საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ წვრილმანებს ჩაძიებისა და პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, გარიგებების და ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დაძლევისთვის. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები