LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 აგვისტოს  ასტროლოგიური პროგნოზი

2125
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.

* პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის თავისუფლების შეზღუდვა, რადგან ასე მხოლოდ მის გაღიზიანებას გამოიწვევთ.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

* ჯანმრთელობა – შეიტანეთ კვების რაციონში პარკოსანი მცენარეები და რძის პროდუქტი, მოერიდეთ ბიოლოგიური დანამატებით გამდიდრებული საკვების მიღებას. კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, წყლის და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

* დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, სარდიონი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები