მიმართულებადაკარგული მთვარის ხანგრძლივი პერიოდი – 02:55-დან 17:25 საათამდე გასტანს. ამ დროის განმავლობაში მთვარის არასტაბილური ენერგია ადუნებს ყურადღებას და ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვისაც.
დღის რეკომენდაციები – დღის პირველ ნახევარში უმჯობესი იქნება მნიშვნელოვანი და რთული საკითხების გადაჭრა. ემოციური ფონის მართვა კი დაგეხმარებათ პარტნიორულ ურთიერთობებში გაუგებრობების თავიდან აცილებაში. საღამოს ეცადეთ თავი აარიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ფინანსურ რისკებს – ყურადღება მიაქციეთ საფულესაც.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მსუბუქი ფიზიკური აქტივობებისთვის – ვარჯიშები, სპორტული ღონისძიებები და ფეხით სიარული ძალიან გამოგადგებათ. კარგია ხელმძღვანელებთან კონტაქტი, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებს, ახალ ნაცნობობას და მეგობრულ ურთიერთობებს – ეს გაგახალისებთ და პოზიტიურად დაგმუხტავთ.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია წესების დაცვა – დღეს ჯარიმებისა და სარისკო გადაწყვეტილებების ალბათობა მაღალია. არ არის სასურველი ქორწინება, სესხის აღება ან გაცემა, ხელშეკრულებების გაფორმება და კაპიტალდაბანდება.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტი წერტილებია თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი, ყელი და ენდოკრინული სისტემა – ეცადეთ მეტ ყურადღებას დაუთმოთ ამ მიმართულებებს. კარგი დროა თირკმელებისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობისთვის. საღამოს ერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს და ორპირ ქარს.
დღის მინერალები და ფერები – დღის პირველ ნახევარში სასარგებლოა ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი. საღამოს განსაკუთრებით კარგია აქატის და მალაქიტის ტარება.
ფერებიდან დღის განმავლობაში წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, რძისფერი და ლურჯი დაგეხმარებათ ენერგიის დაბალანსებაში. საღამოს კი უკეთესია ბეჟი, ყავისფერი და მწვანე ტონები – ისინი სიმშვიდესა და სტაბილურობას მოგიტანთ.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის.