ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. მოერიდეთ კონფლიქტებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი და საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას, არ ღირს ძილის წინ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადაღლა. კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ციტრუსით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს.
დღის ფერები და მინერალები -ყვითელი, ნაცრისფერი, ცისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ამაზონიტი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, მორიელს და თხის რქას.