LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2450
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთავრის ენერგიების დაპირისპირება ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს აგრესიის და დეპრესიის, შეცდომების და ცდუნებების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შეძენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ მასაჟისა და წყლის პროცედურებისგან, ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ხერხემალს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ბრილიანტი, სარდიონი, სერდოლიკი და ქარვა, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები