LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

514
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:50-დან 18:55 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ცდუნებების და მოულოდნელი განსაცდელის დღეა. მოერიდეთ ხალხმრავლობას და უცხო სფეროში საქმიანობას, რათა თავი დააღწიოთ უსიამოვნებებს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოისმინეთ და გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრი და რჩევები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო ნივთების და აქსესუარების შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, მარილიანი, ცხარე და ალერგიული საკვების მიღებას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები