LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4225
მიხეილ ცაგარელი

დღეს ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიცია, ოცნების სურვილი და მისტიკური, კოსმოსური საკითხებისადმი მიდრეკილება.

ხასიათში ძლიერდება სენტიმენტალობა. გარშემომყოფთა უკმაყოფილებამ შეიძლება მეტად იჩინოს თავი. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ეჭვიანობა, გაღიზიანება

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ქველმოქმედებისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი და მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, სჯობს დაპირებებსაც მოერიდოთ. დღეს საიდუმლო ადვილად გამოაშკარავდება და შესაძლოა, გახდეს უსიამოვნების მიზეზი.

ჯანმრთელობა – დღევანდელი დღის გეომაგნიტური ტენდენციები და ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვოვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილის, უგუნებობისა, წნევისა და სხვა დისკომფორტული გამოვლენებისა. სუსტდება ლიმფური ნერვული სისტემა, ტერფები, მხედველობა. მეტად აკონტროლეთ წნევის მდგომარეობა, დაასვენეთ საკუთარი ორგანიზმი. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცეულ ნაწარმს, ალკოჰოლურ სასმელს, ტკბილ მჟავე კერძებს.

დღის ფერები და მინერალები – მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, ამეთვისტო და მარჯანი, რაც შეეხება ფერებს, რაც მეტად გამოიყენებთ ფირუზისფერ, მწვანე, იისფერ, ვერცხლისფერ, ლურჯ ტონებს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე ქალწულის, მორიელის, თხის რქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპისთვის. დანარჩენი ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები