LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1757
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი მეგობრული და მოსიყვარულე ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ბინის კეთილმოწყობისა და ინტერიერის შეცვლისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, სუვენირების, საჩუქრების და მოდური აქსესუარების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხია აღება.  

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბანანით და კალიუმის შემცველი სხვა პროდუქტით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, კუჭს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები