LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

838
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 15:34 საათზე დაიწყება და 19:16 საათამდე გასტანს. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის

დღის რეკომენდაციები – დღეს მაღალია ტყუილის, ცილისწამებისა და აურის დაბინძურების ალბათობა, ამიტომ უმჯობესია მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს

ჯანმრთელობა – ეფექტურია კუჭ-ნაწლავისა და მკერდის მკურნალობა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ პიგმენტური ლაქების მოშორებას, ტატუს გაკეთებას, სიმძიმეების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელ და გავლენიან პირებთან ურთიერთობა, ზემდგომ ორგანიზაციებთან ან ორგანოებთან კონტაქტი. დღე ასევე არასახარბიელოა ვაჭრობისთვის, გაცვლითი ოპერაციებისთვის, ქორწინებისთვის, ახალი კავშირების დასამყარებლად და ახალი თანამშრომლების მისაღებად. დადებითია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ასევე ნადირობისა და თევზაობისთვის. ხელსაყრელია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაც.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქვამარინი და საფირონი. ფერებიდან სასიკეთოა ყვითელი, კრემისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი, წითელი და ვარდისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია კუროსა და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია სასწორისა და მშვილდოსნის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები