მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს მოქმედებას დილის 09:00 საათზე და გაგრძელდება 14:49 საათამდე. ამ ინტერვალში უარყოფითი მთვარის ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და ზოგადი დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკური მიღება.
დღეიდან, 7 ნოემბრამდე, ცის კაბადონზე სიყვარულის, ხელოვნებისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად შემოიტანს ურთიერთობებში მშვიდობიანობას, დიპლომატიურობას, კომპრომისისკენ მიდრეკილებას, სამართლიანობის გრძნობას, სილამაზისა და ესთეტიკისადმი სიყვარულს, დიზაინისა და არქიტექტურული სფეროების განვითარებას. თუმცა ამავე დროს, მოსალოდნელია მერყეობა, სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს იზრდება როგორც სასიყვარულო ცდუნებების, ისე ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. პარტნიორულ ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემოციურ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას – ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ახლობელ ადამიანს.
დღის რეკომენდაციები – სასარგებლოა თვალების, ნერვული სისტემისა და სახსრების მკურნალობა. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიმართ – მოერიდეთ საუნას, აბანოს, სოლარიუმს, გადაღლას, სიმძიმეების აწევას და ზედმეტ ნერვიულობას. არ არის სასურველი ადგილსამყოფელის შეცვლა. დღე სასიკეთოა ვაჭრობისთვის, საყიდლებზე გასვლისა და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღის განმავლობაში ხელსაყრელია ზურმუხტი და მარჯანი, ხოლო საღამოს – ბრილიანტი, ქარვა და სერდოლიკი.ხოლო ფერებიდან პოზიტიურად იმოქმედებს მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი; საღამოს კი – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ბეჟი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტურია დღე ვერძისა და ტყუპებისთვის. ნეგატიურია თხის რქისა და თევზებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.