LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4569
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც განსაკუთრებით ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და საერთო დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი, სტრესის თავიდან აცილება და სიმშვიდის შენარჩუნება.

დღის რეკომენდაცია – არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა ან ახალი საქმეების დაწყება – სამყარო თითქოს ამოწმებს მიზნების სიჯიუტესა და სიმტკიცეს. მოიმატებს შურის, ეჭვიანობის, წყენისა და სულსწრაფობის გამოვლინება, რაც განსაკუთრებულად უნდა გააკონტროლოთ.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში შეიძლება გამოკვეთილი იყოს ზედაპირულობა, პრეტენზიულობა და ფლირტისადმი მიდრეკილება. ასევე იზრდება ჭორებისა და ურთიერთობის არასაიმედოობის საფრთხე. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკსა და საიდუმლოებების გამჟღავნებას.

ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის სახსრების მკურნალობისთვის. სიფრთხილეა საჭირო ფილტვების, ბრონქების, ხელებისა და მხრების ზონაში. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, ინფორმაციულ გადაღლასა და ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მაღალია ინტრიგების, დაცინვისა და მოტყუების ალბათობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაციის გადამოწმება.

არ არის სასურველი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რემონტის დაწყება, ქორწინება ან სიყვარულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. დღე პოზიტიურია კონტაქტების, რეკლამის, მიმოწერის, სწავლის, მშენებლობისა და მოგზაურობისათვის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინთი და ლაბრადორი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად გააძლიერებენ თქვენს ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან კი პოზიტიურ ენერგიას იზიდავს ნაცრისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ბეჟი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისთვის, მშვილდოსნისთვის და მერწყულისთვის. დაძაბული იქნება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები