LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 აგვისტოს  ასტროლოგიური პროგნოზი

778
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:43-დან 21:53 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 9 სექტემბრამდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობასა და კომუნიკაბელურობას, ორგანიზატორულ და ლიდერულ თვისებებს, გრანდიოზული გეგმების დასახვის და მასშტაბურად აზროვნების უნარს, მეორეს მხრივ, სიზარმაცეს და სიჯიუტეს, ეგოიზმს და სულსწრაფობას გაძლიერებს.

* პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკა. 

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის  შეძენისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ტურისტული ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების, საჯარო განხილვებისა და დისკუსიების, გამოფენებისა და პრეზენტაციების მოწყობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

* ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ხერხემალს და ძვლოვან სისტემას.

* დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, იაგუნდი, ამეთვისტო, საფირონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები