მზე ენერგიული და ამბიციური ლომის ნიშანში იმყოფება – ეს ტენდენცია თითოეულ ჩვენგანში გააღვიძებს ლიდერულ თვისებებს, ენთუზიაზმს, ორგანიზატორობის უნარს და გულწრფელ სიყვარულს. მთვარე ამ დროისთვის სტაბილურ და ერთგულ კუროში გადაადგილდება, რაც ამ აქტიურ ენერგიას მეტ სიმყუდროვესა და მიწიერ პრაგმატიზმს შესძენს.
დღეს კიდევ ერთი განსაკუთრებული ასტროლოგიური მოვლენა იჩენს ძალას: ე.წ. თეთრი მთვარე – სელენა, რომელიც მფარველი ანგელოზის სიმბოლოდ ითვლება, 7 თვით გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში. ეს პერიოდი განსაკუთრებულად გააძლიერებს ლომების წარმატების შანსებს სიყვარულში, შემოქმედებასა და თვითრეალიზებაში. ასევე დადებით გავლენას მოახდენს თითოეულ ადამიანზე, გააძლიერებს კეთილშობილებას, ორგანიზატორულ უნარს და გულწრფელ სიყვარულს.
დღის რეკომენდაციები – დღეს აუცილებელია ემოციების გაკონტროლება და სიმშვიდის შენარჩუნება. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შესაძლოა უახლოეს დღეებში გამოიწვიოს უძილობა და სისუსტე. ყურადღებით იყავით ფინანსებთან – აკონტროლეთ საფულე. თავი აარიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.
ჯანმრთელობა – სუსტი წერტილებია ყელის არე, ფარისებრი ჯირკვალი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი – შეინარჩუნეთ ზომიერება და მეტი ყურადღება მიაქციეთ ამ მიმართულებებს. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები. თავი აარიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს.
დღის მინერალები და ფერები – ამ დღის ენერგიების გასაძლიერებლად სასარგებლოა აქატის, მალაქიტის, ონიქსის, მარგალიტისა და ზურმუხტის ტარება – ისინი მოგიტანენ ჰარმონიას და დადებით შესაძლებლობებს.ფერებიდან კარგია თუნდაც მცირე დეტალებში ყავისფერის, ლიმონისფერის, მწვანისა და ბეჟის გამოყენება – ეს ტონები თქვენს შარმსა და მიზიდულობას გამოკვეთენ.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით სასიკეთოა მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნის წარმომადგენლებისთვის. შედარებით მეტი სიფრთხილე მართებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.