LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3220
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:30-დან 23:22 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მართალია, დაძაბულობა პიკს 13:03 საათზე მიაღწევს, მაგრამ მთელი დღე რთული იქნება, რადგან მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ტყუპები-მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ზედმეტი ლაპარაკისა და საიდუმლოს გათქმისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ფულის სესხება და ვალად გაცემა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიშერი, ამაზონიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები