LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

539
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა არაფრისმომცემი, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.

არ აჰყვეთ ფანტაზიებს და ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ უხეშ და უკმეხ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ პარტნიორს გააღიზიანებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ყელ-ყურისა და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცხარე და მჟავე საკვების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები