მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი იწყება საღამოს 21:11 საათზე და გრძელდება 01:00 საათამდე. ამ პერიოდში მთვარის ენერგია ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ყურადღებასა და რეაქციაზე. თუ ამ დროს გძინავთ ან უბრალოდ ტელევიზორს უყურებთ, გავლენას ნაკლებად იგრძნობთ, თუმცა განსაკუთრებით სახიფათოა, თუ დაკავებული ხართ აქტიური საქმიანობით, მანქანის მართვით ან ქვეითად გადაადგილებით – მაღალია ტრავმული შემთხვევების რისკი, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.
გარდა ამისა, დღე გამოირჩევა გეომაგნიტური აქტივობით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ფიზიკურ და ემოციურ გაღიზიანებას. შესაძლოა შეიგრძნოთ: თავის ტკივილი, წნევის მერყეობა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. აუცილებელია მეტი ყურადღება დაუთმოთ დასვენებას
დღეს ერთგვარი კარმული ბალანსის დროა – რასაც იმსახურებთ, სწორედ იმას მიიღებთ. ყველაფერი, რასაც ფიქრით, სიტყვითა და მოქმედებით გზავნით სამყაროში, შეიძლება დღესვე დაგიბრუნდეთ. მნიშვნელოვანია, მაქსიმალური სიფრთხილე და შინაგანი წონასწორობა. მოერიდეთ დაპირებების გაცემას.
პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით უხეში პარტნიორულ ურთიერთობებში, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. არ არის ხელსაყრელი საიდუმლო ურთიერთობებისთვის – შესაძლოა ისინი მოულოდნელად გამოაშკარავდე
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ხელსაყრელია დღე ნადირობა და თევზაობისთვის, კულინარია და ფოტოგრაფიისთვის, მოგზაურობა და უცხოელებთან კონტაქტებისთვის. კარგი დღეა კაპიტალის დაბანდებისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის
არ არის სასურველი ახალი და მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, სესხის აღება ან გაცემაც, ახალი ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის შეძენა.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ლიმფური სისტემა, მხედველობა, ნერვული სისტემა, ტერფები.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო, გიშერი, ისინი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ხოლო ფერებიდან – ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე, ფირუზისფერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა: კუროსთვის, კირჩხიბისთვის. დაძაბული ექნება: ლომს, სასწორს, მშვილდოსანს, მერწყულს. დანარჩენი ზოდიაქოსთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.