მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:30-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი, გაითვალისწინოთ და გამოასწოროთ შეცდომები.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ცინიზმს და ირონიას, სარკაზმს და მკვახე გამონათქვამებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვების და ბრონქების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, სახსრებს და ძვლოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ქარვა, საფირონი, ლაზურიტი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.