LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4551
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება თევზების მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიულ, ქველმოქმედ და ინტუიციურ ნიშანში, ხოლო მთვარე მშვიდობიან, დიპლომატიურ, სამართლიან და თავისუფლებისადმი მიდრეკილ მერწყულის ნიშანში. ამ პლანეტარული გავლენების შედეგად აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ქცევაში უფრო მკვეთრად გამოვლინდება.

დღის რეკომენდაციები – დღეს სჯობს ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი ყურადღებით მოუსმინოთ სხვებს. არ არის სასურველი საბუთებზე ხელის მოწერა და ბიზნესის დაწყება. მეგობრულ ურთიერთობებში საიდუმლოები შესაძლოა ადვილად გამჟღავნდეს და შემდგომ თქვენს წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული. ნუ აყვებით ფანტაზიებს – დაეყრდენით რეალურ ფაქტებს.

პარტნიორული ურთიერთობები – პატივისცემით მოეპყარით პარტნიორის პირად სივრცეს და ეცადეთ თავი აარიდოთ ზედმეტ ფორიაქს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები და ვენების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ თვალების გადაღლას და ალკოჰოლის მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა უძრავი ქონებით ვაჭრობისთვის, სახლის მშენებლობისთვის, საყიდლებისთვის, ადგილმდებარეობის შეცვლისთვის და სარემონტო სამუშაოებისთვის. ხელს უწყობს დიეტის დაწყებას, გართობასა და ნოვატორული იდეების რეალიზაციას. ასევე ხელსაყრელია მეგობრული კონტაქტებისთვის და საიუბილეო საღამოების მოწყობისთვის.

დღის მინერალები და ფერები დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ნეონისფერი, ცისფერი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები