პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 13:00 საათზე იწყება და 13:46 საათამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში უარყოფითი მთვარის ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაცია – დღეს და ხვალ მოერიდეთ არამოტივირებულ მოქმედებებს. სასარგებლოა საუნასა და მასაჟის ჩატარება. აკონტროლეთ ხასიათში ამპარტავნება, სიამაყე და საკუთარი თავისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება. დღის განმავლობაში ძველი პრობლემების მოგვარება უფრო ადვილი იქნება.
პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად მეწვრილმანე და კრიტიკული. მოერიდეთ საყვედურებს – ეს მხოლოდ დაძაბავს ურთიერთობებს.
ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, თერფების, თვალების და ნერვული სისტემის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ყელის არე და თირკმელები. აღნიშნული ორგანოების მიმართ ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ნეგატიურია მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ქორწინებისთვის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, მეგობრული კონტაქტების გასაღრმავებლად, დალაგებისა და დასუფთავებისთვის, ქიმწმენდისთვის, საფინანსო და საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, სხვადასხვა სახის გარიგებისა და ვაჭრობისთვის, ასევე კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ხელსაყრელია ექიმთან კონსულტაციისთვისაც.
დღის მინერალები და ფერები – მინერალები: მალაქიტი, აქატი, ნეფრიტი და ჟადეიტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.
ფერები: ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ცისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.