LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4277
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება სასწორის ფრიად მშვიდობიან, დიპლომატიურ, კომპრომისულ და სამართლიან ნიშანში, ხოლო მთვარე – აქტიურ, ენერგიულ, ორგანიზატორული უნარებითა და სიყვარულით აღსავსე ლომის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენების შედეგად თითოეული ჩვენგანის ხასიათში გამოიკვეთება მიზანდასახულობა, შემოქმედებითი შთაგონება და სურვილი, რომ საკუთარი შესაძლებლობები მეტად წარმოაჩინონ.

დღე ხელსაყრელია მშენებლობის დასაწყებად და პრაქტიკული საქმიანობისთვის. თუმცა მოერიდეთ პროვოკაციებსა და სარისკო მოქმედებებს – მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. მიზნის მიღწევა დღეს გაგიადვილდებათ, მაგრამ აუცილებელია თავმდაბლობა და თავშეკავება; მოერიდეთ ამპარტავნობასა და ზედმეტ პრეტენზიულობას. შესაძლებელია მოულოდნელი ნაცნობობა, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეიძენს თქვენს ცხოვრებაში.

ჯანმრთელობა – სასურველია თვალების, ვენების და ნერვული სისტემის მკურნალობა. ყურადღება მიაქციეთ გულს – მოერიდეთ საუნას, აბანოს, სოლარიუმს, გადაღლას, ნერვიულობასა და სიმძიმეების აწევას. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება დღეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია კულტურულ-სამხატვრო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისა და მეგობრული კონტაქტების გამყარებისთვის. ხელსაყრელია ტანსაცმლის, ძვირფასეულობისა და პარფიუმერიის შესაძენად. წარმატება მოსალოდნელია ახალი სამსახურის დაწყებისა და ლატარიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ასევე სპორტულ აქტივობებში მონაწილეობისას.

დღეს არ არის რეკომენდებული ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების გაფორმება და ადგილსამყოფელის შეცვლა. ასევე, ქორწინება და ნიშნობა ამ დღეს ნაკლებად შედეგიანი იქნება.

დღის მინერალები და ფერები – რეკომენდებულია ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი – ეს ქვები იზიდავს სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და აძლიერებს ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან პოზიტიურად იმოქმედებს წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები, რომლებიც თქვენს შარმსა და მიზიდულობას გააძლიერებენ.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე ლომისა და სასწორისთვის. შედარებით დაძაბულია კუროსა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები